პოლიტიკა
ვითხოვთ პრეზიდენტისგან, არ მიიღოს სააკაშვილის გადადგომაზე განცხადება- ოლეგ ლიაშკო
უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ განცხადება იქამდე არ დააკმაყოფილოს, ვიდრე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შესრულებული სამუშაოს შესახებ ხალხს ანგარიშს არ ჩააბარებს.
ამის შესახებ ლიაშკომ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.
„ის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილი გადადგა- მისთვის სახის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობაა. გუბერნატორობის 1,5 წლის განმავლობაში რეალურად რა რეფორმები გაატარა სააკაშვილმა ოდესის ოლქში? იმ პირობებში, როდესაც მას ყველა უფლებამოსილება გააჩნდა, მათ შორის გავლენა მოეხდინა თავისი პროკურორებისა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის დანიშვნაზეც. არის თუ არა მზად სააკაშვილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ხალხს ანგარში საჯაროდ ჩააბაროს? ვეჭვობ, არა. იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, „სააკაშვილის ქვეცნობიერში უკრაინა იყო ის ტრამპლინი, რომელიც მას საქართველოში დიდ პოლიტიკაში დააბრუნებდა“.
„იგი დაბრუნებისთვის ემზადებოდა. ამას თავადაც ადასტურებდა. თუმცა საქართველოში მარცხის შემდეგ, მას შემდეგ რაც საკუთარ ხალხში მხადრაჭერა ვერ მოიპოვა,ამასთან, ოდესაში სრული კრახის შემდეგაც, სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ ყველა და ყველაფერი დაადანაშაულოს.იგი უკრაინის პოლიტიკის კაპიტალში საკუთარი ცნობადობის კონვერტირებას ცდილობს. მარგამ დარწმუნებული ვარ, აქაც მას ფიასკო ელოდება. რადიკალური პარტია ითხოვს პრეზიდენტისგან არ მიიღოს სააკაშვილის გადადგომა იქამდე, ვიდრე ის ოდესის გუბერნატორიბის დროს შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშს არ ჩაგვაბარებს. კმარა, უკრაინელების გასულელება“,-წერს ოლეგ ლიაშკო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

