უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასა და მკვლელის დასჯას - ცოტნე და კონტსანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, 2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის.

ცოტნე გამსახურდიამ პროკურატურა დამნაშავეებისთვის ხელის აფარებაში დაადანაშაულა.

„დღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასა და მკვლელის დასჯას.

მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება. სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი! მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობითა და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას და მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა!

რატომ არ იძიებენ საქმეს? ლოგიკურია, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ! მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, როგორც ბანქოს ამოწევას წყებიდან, წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა, ქართველი მოღალატეებისა და რუსული სპეცსამსახურების კვალი და როლი საქართველოს პირველი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის მკვლელობაში. სწორედ ამას ფარავს აფერისტი ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის პროკურატურა!

დღეს ჩვენს ოჯახსა და მე ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლისა და სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი განვითარება, რასაც ვერ ვეღირსეთ სწორედ ამდენი წლის სიმახინჯის გამო. ვერ ვეღირსეთ იმიტომაც, რომ სამართალი აქ მმართველი კლასის მოღალატური პოლიტიკის მძევალია! მადლობა მათ, ვინც თავს შეიწუხებთ. თუმც ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებ და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ, რათა საკუთარ სინდისთან და ამ ქვეყნისთვის დაღუპულთა ღვაწლთან ვიყო მართალი!“, - დაწერა გამსახურდიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

სამეგრელო, გურიასა და ზემო სვანეთში უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონ

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30 მაისი, 2020 , 17:15

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

30 მაისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ. ა. და 1996

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მაისი, 2020 , 14:25

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!