უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ოქტომბერი, 2017 13:45
font-size

ვიცით, როგორი შეხმატკბილებულები არიან ძალოვან სტრუქტურებთან იგივე შორენა თეთრუაშვილი და მთავარი მოწმე - მიხეილ რამიშვილი

ვის გულისხმობს პროკურატურა ჩვენებების გავრცელებაში, გამოჩნდება, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა დაკავშირებული იქნება იმასთან რაც ტელევიზიით გასაჯაროვდა. ვის იგულისხმებენ პროკურატურაში, გამოჩნდება. მე არ მაქვს ინფორმაცია ვინ გაავრცელა ეს მასალები",- განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მასალები საპატრიარქოდანაა გავრცელებული.

"მე არ გამოვრიცხავ საპატრიარქოს გარკვეულ პირებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ამ ჩანაწერებზე, მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, როგორი შეხმატკბილებულები არიან ძალოვან სტრუქტურებთან იგივე შორენა თეთრუაშვილი და მთავარი მოწმე",- აღნიშნა რამიშვილმა.

ცნობისათვის, საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე დაიწყო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. გამოძიება გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

15 ივნისი, 2019 , 11:35

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობი

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 ივნისი, 2019 , 10:38

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მინადორა დ. დ

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან ადმინისტრაციულ პატიმრობაში შვიდი პირი რჩება, 21 ხელწერილით გათავისუფლდა - შსს

15 ივნისი, 2019 , 10:27

თბილისში, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან შვიდი პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინ

სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს განმარტოს, რატომ გაჭიანურდა “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებთან - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებული საქმის გამოძიება

14 ივნისი, 2019 , 18:33

სახალხო დამცველი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებისთვის ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება. სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის თებერვლიდან ტელეკომპანია “რუ

ახალციხეში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14 ივნისი, 2019 , 18:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწ

ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის საჩვენებელი სწავლება გაიმართა

14 ივნისი, 2019 , 16:17

ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის სიტუაციური ვარჯიშები საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრო. როგორც „მედია

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!