უკან

საზოგადოება

21 ივლისი, 2018 13:50
font-size

ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მასზე და მოტყუებულია - ზვიად კუპრავა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ დააანონსა, რომ იწყებს მოძრაობას ყველა იმ პირის დასახმარებლად, ვინც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა ან მოატყუა.

კუპრავამ აღნიშნა, რომ შეიქმნება იმ ადამიანთა ბაზა, რომელსაც მთავრობას წარუდგენენ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვენ.

„ამ წუთიდან ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მასზე და მოტყუებულია. ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“, პეკინის #39 -ში. ველოდებით ყველას, ვინც არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ყველასთვის ვიბრძოლებთ, რადგან როგორც საზოგადოება ხედავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ ადამიანებისთვის არ სცალია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად.

შევქმნით იმ პირების სრულ ბაზას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. ამ სიას წარვუდგენთ მთავრობას და მოვთხოვთ, რომ ამ ხალხის საქმეების მიმართ გონივრულ ვადაში ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგას“,- განაცხადა კუპრავამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, კუპრავამ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამაზე არ ისაუბრებს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრებთ, თუმცა ის ვადა, რომელსაც მივცემთ ხელისუფლებას, გპირდებით, რომ იქნება გონივრული“, -აღნიშნა კუპრავამ.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი