უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 აგვისტო, 2016 13:50
font-size

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თარიღების დასახელება არ არის სწორი - მიხეილ ჯანელიძე

საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თარიღების დასახელება არ არის სწორი.

ამის შესახებ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება.

„შეიძლება გარკვეულ ჟურნალისტს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, პოლიტიკოსებს კი თავისი. მნიშვნელოვანია ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცესები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. აგვისტოს დასვენების პერიოდამდე განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელმაც მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განხილვა მოხდა ასევე LIBE-ს კომიტეტში, რომელიც არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი, სანამ ეს საკითხი პლენარულ სესიაზე გავა.

ველოდებით რომ, ამ პოზიტიური განხილვის შემდეგ, LIBE-ს კომიტეტი სექტემბრის დასაწყისში კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში და შემდეგ უკვე დაიწყება ის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია ევროპული რეგულაციებით და სისტემით. ასევე საჭიროა საკითხი გავიდეს პლენარულ სესიაზე და მოხდეს კენჭისყრა. ამიტომ ეს პროცედურები მიმდინარეობს აქტიურად“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა გამოხატა აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი.

„განცხადებები ვიზალიბერალიზაციის თარიღთან დაკავშირებით არ არის სწორი, რადგან ჩვენ მივყვებით პროცედურებს და პროცედურების შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურად დასრულდება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მონიკა დავლიანიძე

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი