უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ოქტომბერი, 2016 12:15
font-size

ვიზიარებთ სახალხო დამცველის პოზიციას ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შესახებ - ეკა ბესელია

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

ანგარიშში, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს, შესწავლილია სავარაუდო დისკრიმინაციის 113 საქმე, საიდანაც უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა 12 საქმეში დაადგინა დისკრიმინაცია და რეკომენდაციები შეიმუშავა.

ომბუდსმენის განმარტებით, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ეხება როგორც პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაციას, ასევე, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებს.

სახალხო დამცველმა ანგარიშის პრეზენტაციისას ანტიდისკრიმინაციულ კანონში არსებობულ ხარვეზზე მიუთითა. ომბუდსმენის მითითებებს ეთანხმება ,,ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ცვლილებების პროექტს მომავალი მოწვევის პარლამენტი გაიზიარებს.

,,ვიზიარებთ იმ პოზიციას რაც აქვს სახალხო დამცველს, რომ საკანონმდებლო კუთხით, პროცესუალური თვალსაზრისითა და რეაგირების თვალსაზრისით გაიზარდოს მიმართვის ვადები. სხვათაშორის, პროექტი მომზადებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სახალხო დამცველის პოზიციის გათვალისწინებით და ეს პროექტი უკვე პარლამენტში არის გასული წლიდან, მაგრამ ჯერ არ მომხდარა მისი განხილვა. იმედია, რომ ახალ პარლამენტში ეს ცვლილებები იქნება გაზიარებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ესწრებიან.

მარი ნამგალაძე

საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა - მარინა ენდელაძე

6 აპრილი, 2020 , 20:07

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, მათგან ორ მესამედს ფილტვების

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

6 აპრილი, 2020 , 17:53

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტ

თამბაქოს ინდუსტრია მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

6 აპრილი, 2020 , 17:45

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანი

60 წელზე ზევით მოსახლეობა და მოწყვლადი ჯგუფები შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ეკატერინე ტიკარაძე

6 აპრილი, 2020 , 17:00

სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინ

კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების გაცემა, პრაქტიკულად, სრულად გადავა დისტანციურ რეჟიმზე - იუსტიციის მინისტრი

6 აპრილი, 2020 , 17:00

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების მიერ საჯარო სერვისების მიწოდების აღდგენის შესახებ გააკეთა გან

ცხოველები ამ ეტაპზე არ ავადობენ კოვიდ 19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ

6 აპრილი, 2020 , 17:00

ამ ეტაპზე შინაური ცხოველები კორონავირუსით არ ავადდებიან და ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამის შესახებ საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეტერინარმა მა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`