უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2017 13:50
font-size

ვხედავ დღეს აქ კლინიკაში ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე - გიორგი კვირიკაშვილი

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიიღეს.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილი გაიხსენა და მედიცინაში მის ღვაწლზე ისაუბრა.

"გილოცავთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აწყობილი ჰოსპიტალი.

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია და ატარებს ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მე მხვდა წილად ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდესს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა.

მოხარული ვარ, რომ ვხედავ დღეს აქ კლინიკაში ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ანვითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის ის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს არის "ევრობანკთან" ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი. 15 მილიონი ლარის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კარგია, რომ აქ გვაქვს თანამედროვე აპარატურა, ასევე კლინიკის წარმატებას ადამიანური რესურსი განსაზღვრავს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი