უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

1 ივნისი, 2023 15:11
font-size

ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში.

საქართველო და ბელარუსი რუსეთმა უკანონობაში ჩაითრია, - ასეთი განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკურ სამიტზე.

უკრაინის პრეზიდენტმა სამიტზე ასევე თქვა, რომ ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი და სწორედ ეს არის გამოსავალი.

ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ან ღია ომი ან მცოცავი ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში. უკრაინელები, რომლებიც აჩვენებენ მათ ერთგულებას თავისუფლების მიმართ, ერთიან ევროპულ ღირებულებებს თავიანთი სისხლით იცავენ, ჯერ კიდევ არ მიუღიათ მკაფიო პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მათი იმედები ილუზორული ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე". - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დროა ეჭვები გაქრეს და პოზიტიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული უსაფრთხოების კუთხით უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და საქართველოსთვის.

„დრო მოვიდა რომ ეჭვები გაქრეს. პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ყველასთვის. უსაფრთხოება იქნება უსაფრთხოება მოლდოვისთვის. ეს იქნება ახლის დასაწყისი საქართველოსთვის და ეჭვიც არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ბელორუსიისთვისაც. ამის შემდეგ აღარ იქნება არანაირი აგრესია ევროპაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი