უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

12 აგვისტო, 2017 17:05
font-size

ვხედავთ როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს პუტინის ვოიაჟებს აფხაზეთში - თენგიზ ფხალაძე

საგარეო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში, ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთუხლართების გავლებას გამოეხმაურა.

ფხალაძის განცხადებით, ეს ფაქტი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 8 აგვისტოს აფხაზეთში გამართულ ვიზიტს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მითუმეტეს აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს“, - განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს.

სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 12:50

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ. - ამის შესახებ РИА Новости-ს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. მისი თქმით, ტაქტი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარი თემა ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო

11 ოქტომბერი, 2017 , 10:20

10 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული

ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

6 ოქტომბერი, 2017 , 10:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტი რუსეთის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - საგარეო უწყება

4 ოქტომბერი, 2017 , 16:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა. საგარეო უწყება ფაქტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველ

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი განიხილეს

4 ოქტომბერი, 2017 , 11:00

საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხები. ინციდენტების პრე

სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლება არ იკრძალება - დე ფაქტო საგარეო უწყება

29 სექტემბერი, 2017 , 13:50

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, 27 სექტემბერს რუსეთის ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემა „60 минут“-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე