უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 დეკემბერი, 2016 16:20
font-size

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა მიიღო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის შტაბის უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ოდ ეგილ პედერსენს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის სფეროში ნატოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს. როგორც გენერალმა ჩაჩიბაიამ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე რეფორმები თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს. გენერალური შტაბის უფროსმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება „ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ზე“, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრში ნოემბერში ჩატარდა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ მიმართულებებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, წვრთნისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც მომავალში რეგიონულ მასშტაბებსაც შეიძენს.

გენერალურ შტაბში გამართულ ოფიციალურ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ოდ ეგილ პიტერსენი წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრს და ნატოს სამეკავშირეო ოფისსაც მოინახულებს.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი