უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

2 აგვისტო, 2017 11:40
font-size

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა - РБК

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა 8 აგვისტოს - რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის 9 წლის თავზე.

РБК რუსულ და აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ჰაჯიმბას შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვს დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხებზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის შეფასებით, პუტინის ჩამოსვლა აფხაზეთში განპირობებულია რეგიონში შექმნილი რთული შიდაპოლიტიკური ვითარებით, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტით საქართველოში.

ზატულინის თქმით, ამ ვიზიტით რუსეთმა უნდა გამოხატოს თავისი ვალდებულებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, რადგან პენსმა აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოს ინტეგრაციას ნატოში.

„ის [პენსი] აქტიურად უწევს აგიტაციას საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ამით კი ბევრ საკითხს ეხება, მათ შორის საქართველოს იურისპრუდენციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ძალადობრივ დაბრუნებას“, - უთხრა ზატულინმა РБК-ს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ორდღიანი (31 ივლისი - 1 აგვისტო) ვიზიტით იმყოფებოდა თავისი პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში.

ვლადიმერ პუტინი კი ოკუპირებულ აფხაზეთს ბოლოს 2013 წელს ეწვია. მაშინ ის შეხვდა აფხაზეთის მაშინდელ დე-ფაქტო პრეზიდნეტს ალექსანდრე ანქვაბს. ბოლოს, 2017 წლის აპრილში რუსეთის მხრიდან აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც რუსეთის საკონსულოს გახსნას დაესწრო.

ანა მებურიშვილი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

9 მაისი, 2020 , 16:15

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ პაციენტები ინფექციურ დაავა