უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

9 ივნისი, 2017 17:00
font-size

ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ესტუმრა. ის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და ე.წ. პარლამენტის სპიკერს პეტრე გასიევს შეხვდა.

როგორც სურკოვმა ბიბილოვს განუცხადა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, ოკუპირებული ცხინვალის მიზანია, კორექტივები შეიტანოს რუსეთთან ინტეგრაციისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში.

„თქვენი მიზანია, შეიტანოთ გარკვეული კორექტივები რუსეთთან ინტეგრაციისა და ეკონომიკის განვითარების, ასევე სახელმწიფოს მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ძირითადად, მხარს დავუჭერთ თქვენს ინიციატივებს, რადგან ერთნაირად ვფიქრობთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვაგებთ პასუხს საბოლოო შედეგზე“, - განაცხადა სურკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის წარმომადგენელმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმად, იზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ, შსს-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა.

ანა მებურიშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლეს

13 დეკემბერი, 2019 , 18:06

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ არ გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დახურულ სასამართლო სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, ვაჟა

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - „რადიო თავისუფლება“

13 დეკემბერი, 2019 , 17:10

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწ

ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან

11 დეკემბერი, 2019 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

11 დეკემბერი, 2019 , 11:50

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დღეს იწყება. განხილვის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იქნება. სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყება ჟენევის მ

ვიქტორ დოლიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

6 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასი

ოკუპირებულმა ცხინვალმა ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა

2 დეკემბერი, 2019 , 16:30

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა. სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`