უკან
კონფლიქტის ზონა
19 ივლისი, 2021 12:44
ვლადიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან მივიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან მივიდა.
ზელენსკი ენგურის ხიდზე პირდაპირ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.