უკან

მსოფლიო

30 მარტი, 2017 18:05
font-size

ვლადიმირ პუტინი- რუსეთის ქალაქებში გამართულ აქციაზე: ასეთი ინსტრუმენტი ე.წ არაბული გაზაფხულის დროს გამოიყენებოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართული არასანქცირებული მიტინგი „მზაკვრული მიზნებისთვის გამოიყენებოდა“.

ამის შესახებ პუტინმა არქტიკის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ თანმიმდევრულად ვიბრძვით ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ საზოგადოებრივ გამოკითხვას დავეყრდნობით, კორუფციის მასშტაბი ბოლო დროს შემცირებულია“,-განაცხადა პუტინმა და დასძინა,“ჩვენ ვებრძვით მას, ვაკეთებთ ამას და ხალხი ხედავს ამას“.

„პირადად ვარ მოხმრე, რომ კორუფციასთან ბრძოლის საკითხები საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს. ერთადერთი რაც არასწორად მიმაჩნია, როდესაც ვიღაცა, რომელიღაცა პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ ინსტრუმენტის საკუთარ მიზნებისთვის გამოყენებას“,-დასძინა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ასეთი ინსტრუმენტი „გამოიყენებოდა ე.წ არაბული გაზაფხულის დროს, და ყოველივე როგორ სისხლისზღვრაში გადაიზარდა, ყველამ ვიცით. კორუფციასთან ბრძოლას -კი, ამ ინსტრუმენტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას - არა“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის უძრავ ქონებასა და კორუფციულ სქემაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

აღნიშნულმა ხალხში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, და 26 მარტს, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კორუფციის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

თუმცა, სამართალდამცველებმა მოსკოვში აქციის 900-მდე მონაწილე დააკავეს. თავად ალექსეი ნავალნის 20 ათას რუბლიანი ჯარიმა გამოუწერეს და 15- დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მონიკა დავლიანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი