უკან

მსოფლიო

12 ნოემბერი, 2016 12:05
font-size

ვლადიმირ პუტინისგან შესანიშნავი წერილი მივიღე - დონალდ ტრამპი

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონლად ტრამპი უახლოეს პერიოდში რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

ამის შესახებ ტრამპმა Wall Street Journal-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემდეგ, მან პუტინისგან „შესანიშნავი წერილი“ მიიღო.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ბარაქ ობამას მიერ გატარებული სამედიცინო დაზღვევის რეფორმის გარკვეულ ელემენტებს შეინარჩუნებს.

მისი თქმით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ მას აზრი შეაცვლევინა.

„მე ვუთხარი მას, რომ მის წინადადებას გადავხედავ, და მისადმი პატივისცემის გამო, ამას გავაკეთებ“,-აღნიშნა ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.

წინასაარჩევნოდ ტრამპი აცხადებდა, რომ აღნიშნულ რეფორმას გააუქმებდა.

The Wall Street-თან ინტერვიუში მომავალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის საკითხთან მიმართებაში მთავარ მიზანს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ხედავს.

მისი თქმით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობა მისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

ტრამპისვე თქმით, ის სირიის მეამბოხეების მხარდაჭერ პოლიტიკას აღარ განაგრძობს, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია ატარებდა.

მონიკა დავლიანიძე

რუსეთი: კორონავირუსის 8 952 ახალი შემთხვევა, 181 გარდაცვლილი

30 მაისი, 2020 , 12:34

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 8 952 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ ახალი კორონავირუსის 396 575 შე

ბრაზილია: კორონავირუსის 26 928 ახალი შემთხვევა, 1124 გარდაცვლილი

30 მაისი, 2020 , 11:06

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 26 928 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 468 338-მდე გაიზარდა. ვირუსის

აშშ: კორონავირუსის 24 266 ახალი შემთხვევა, 1 193 გარდაცვლილი

30 მაისი, 2020 , 10:57

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1193-ით გაიზარდა. გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 24 266 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი&l

თურქეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ინფორმაციას ავრცელებს

30 მაისი, 2020 , 10:42

თურქეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრც

აზერბაიჯანი: კორონავირუსი 191 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

29 მაისი, 2020 , 12:18

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 125 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, ორი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 4 700-ზე მეტ ა

რუსეთი: კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა, 174 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 12:09

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 379 051 შემთხვევა. ვირუსულ დაავადებას