უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ვლადიმირ ხომერიკი: დუმბაძის მკვლელები იგივე ადამიანები არიან, ვინც ბადრი პატარკაციშვილი მოკლა 04.07.2012 13:34

რუსეთის ეროვნული გაერთიანებების კონგრესის პრეზიდენტის ვლადიმირ ხომერიკის განცხადებით, ის ყოფილი გენერლის რომან დუმბაძის კილერებს და შემკვეთებს იცნობს.

ამის შესახებ ხომერიკლმა რუსულ გამოცემა ,,იზვესტიასთან” საუბარში განაცხადა.

,,აღნიშნული მკვლელობა კილერების ჯგუფმა განახორციელა და მე მათ ვიცნობ. მეტიც, ახლახან მათ კიდევ ერთი შეკვეთა მიიღეს, უკვე ჩემთან დაკავშირებით. ამიტომ მე ამ ადამიანებს კარგად ვიცნობ და მათზე ინფორმაცია გამოძიებას მივაწოდე. ეს ადამიანები სხვა გახმაურებული მკვლელობების უკანაც დგანან, მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობასთან”-აცხადებს ხომერიკი.

არსებული ინფორმაციით, შემკვეთებმა დუმბაძის მკვლელებს 150
ათასი დოლარი გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საგამოძიებოო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია გენერალ დუმბაძის მკვლელობის ფაქტზე სამი ადამიანის დაკავების შესახებ. სამივე დაკავებული წარმომავლობით ქართველია.

არსებული ინფორმაციით, ინფორმაციით კილერების ბანდაში სულ ექვსი ადამიანია. აჟამად სამის ძებნა მიმდინარეობს.