Volvo პირველ ელექტრომობილს 2019 წელს წარადგენს

კომპანია Volvo 2025 წლისთვის მილიონამდე „მწვანე“ ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. შვედური ბრენდი პირველ ელექტრომობილს უკვე 2019 წელს წარადგენს.

World Car Fans -ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ვოლვოს სიახლე Tesla-ს პირდაპირი კონკურენტი გახდეს.

არაოფიციალკური მონაცემით, ავტომობლის მოძრაობის მარაგი 500 კილომეტრზე მეტს შეადგენს.

სავარუდოდ, მომავალი ელექტრომობილი კროსოვერი იქნება. ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

Volvo-ს წარმომადგენლის თქმით, „მწვანე“ ავტომობილი SPA და CMA-ს პლატფორმებზე აიგება.

მონიკა დავლიანიძე