უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ოქტომბერი, 2021 13:09
font-size

ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება - მიხეილ სააკაშვილი

მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზრი და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გაასაჯაროვა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან საზოგადოება მობილიზებულია“.

„ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი. ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე. სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზრი და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, მანამ გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

3 დეკემბერი, 2021 , 17:50

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა - IBTM 2021 – ზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ტური

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1210 ლარი გახდა

3 დეკემბერი, 2021 , 17:36

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1210 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

3 დეკემბერი, 2021 , 15:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიების მონა

პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი განხორციელდება – კახა კალაძე

3 დეკემბერი, 2021 , 15:28

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატარიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულები

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

3 დეკემბერი, 2021 , 15:08

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით,

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება

3 დეკემბერი, 2021 , 14:59

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა. კალაძის თქმით, სამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი