უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

5 მარტი, 2018 10:50
font-size

ვცდილობთ, დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის ოფისმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდინა ხმა, რომ დაჩქარდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

,, ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას,“ - განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს სოფელ წიკლანში, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას მართავს.

ნინო ლომჯარიამ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

”ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო პირველ რიგში, პირადად მიმესამძიმრებინა გარდაცვლილის ოჯახისთვის და ჩამეყენებინა საქმის კურსში, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინეთ ხმა და ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს ცხედრის გადმოსვენებას. მე დავინტერესდები, თუ რა აქვს თავად ოჯახს ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის სათქმელი, რამდენად არის კმაყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით და ყურადღებით და რისი გაკეთება შემიძლია ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, მე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, რომ ოჯახს გადავცე”, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ - სუს -ი

16 ოქტომბერი, 2019 , 14:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. „რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლი

„მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან“ - განადგურებული ქართული ტაძრები აფხაზეთში (ვიდეო)

14 ოქტომბერი, 2019 , 11:11

აფხაზეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები განადგურების პირასაა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რუსიფიკაციები გრძელდება. რუსული კომპანიების მიერ ჩატარებული უნებართვო სამუშაოების შედეგად ქრება არა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ოქტომბერი, 2019 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 8-9 ოქტომბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის

გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

7 ოქტომბერი, 2019 , 16:55

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა. პრემიერის პრეს

ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრა გაიმართება

1 ოქტომბერი, 2019 , 10:20

ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დღეს მეხუთე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო

გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

28 სექტემბერი, 2019 , 11:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld