უკან

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2018 12:40
font-size

ვცდილობთ მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა - სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯმდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, საია იკვლევს, ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს.

სალაძის თქმით, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა.

„ვერ ვისაუბრებ ოპოზიციის გამოხმაურებებზე, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაველოდებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ შეფასებები იქნება რეალურად, ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ზეპირ შეფასებაზე. მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რომ რეალურად, ამ სამწუხარო ფაქტს ხომ არ ჰქონდა ისეთი წინაპირობა, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.

ამ ეტაპზე, რთულია საუბარი, შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას მათ შორის არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა. ერთი მხრივ, იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება შეძლებს სწორი პასუხების გაცემას ამ ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ცხადია, მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას”,- აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.

კითხვაზე, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვების გასაცემად, სალაძემ უპასუხა, რომ თუ მინისტრს პარლამენტში დაიბარებენ, რეგლამენტის თანახმად, ის ვალდებულია, გამოცხადდეს.

„რაც შეეხება განათლების მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს, ცხადია, ამას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამასთან, მოქმედი რეგლამენტი განსაზღვრავს, როგორ და რა ფორმით ხდება მინისტრისა თუ სხვა თანამდებობის პირის დაბარება პარლამენტში. ცხადია, თუ დაიბარებენ რეგლამენტის მიხედვით, ის ვალდებულია, გამოცხადდეს , თუმცა არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩინოვნიკები არ ცხადდებიან პარლამენტში. ამ ეტაპზე, მე თავს შევიკავებ რაიმე ტიპის შეფასებისაგან ვინაიდან, იმდენად მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია, უფრო მეტი ინფორმაცია, აუცილებელია გადამოწმება. მათ შორის არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ამ სამწუხარო მოვლენის შესახებ. ამიტომ ახლა რაიმე ტიპის სპეკულაციებზე საუბარი ან წინასწარი დასკვნების გამოტანა, ვფიქრობ, არ იქნება მართებული”,- განაცხადა სალაძემ.

გუშინ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა

26 ნოემბერს ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი