უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 ივნისი, 2020 17:10
font-size

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე და არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

ჭიჭინაძის თქმით, ხალხის მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები, ეს მოლაპარაკებები კი ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო თემაა და სხვა არაფერი.

„მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი. მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი აღარ მონაწილეობდა. ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო თემა გახდა. აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ რასაც ესენი ვაჭრობენ, ის ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია. ამასთან, 8 მარტის ხელშეკრულების არც მხარდამჭერი ვიყავი, არც მონაწილეობა მიმიღია და ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში - გია ხუხაშვილი

7 ივლისი, 2020 , 14:30

ეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, - ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტი

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! არ გამოუვათ! - დავით ჭიჭინაძე

7 ივლისი, 2020 , 11:13

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! მაგრამ, სულ რომ კანონში ჩაწერონ, „ოცნება“ მარადიული გახდესო, მაინც ვერ დარჩებიან,- ასე ეხმიანება პოლიტიკუ

ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად - ირაკლი კობახიხე

3 ივლისი, 2020 , 16:55

ჭაკუას ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გერმანიი

გიორგი გახარია რურუაზე: ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

3 ივლისი, 2020 , 15:40

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დ

გიორგი გახარია ვიქტორ ჯაფარიძის მილიონებზე: `თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება`

3 ივლისი, 2020 , 15:40

თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება - ამბობს პრემიერ მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიებსა და მის მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ

3 ივლისი, 2020 , 14:20

სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე