უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2019 12:45
font-size

ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია-არჩილ თალაკვაძე

მოლაპარაკებების თემა იცვლება, მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნები უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელოთ არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან იყო გარკვეული კატეგორიული პოზიციები, მაგრამ დღეს, შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მომდევნო თემა სწორედ ეს იქნება და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროცესი ნორმალურ, პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება და ეს მისასალმებელია.

„რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი”,- აღნიშნა მან.
რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და ამიტომ, ამ საკითხს მმართველი გუნდი არ განიხილავს.

მისივე შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა და პოზიციების გამოთქმის საშუალება ყველა მხარეს მიეცა.

„როგორც ხედავთ, როგორც მინიმუმ, შეთანხმება იმაზე მაინც შედგა, რომ დღეიდან შემდეგი განხილვის საგანი იქნება არსებული შერეული მოდელის ფარგლებში შესაძლო ცვლილებები, რომელზეც ჩვენ პოზიციას მოვამზადებთ, ისევე როგორც ოპოზიცია მოემზადება მომდევნო რაუნდისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო

17 იანვარი, 2020 , 14:21

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`