პოლიტიკა
ვუჭერთ მხარს ინიციატივას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები გაიზარდოს - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ ცვლილებები შევიდა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ის იზიარებს ინიციატივას, რომ ფარულ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები გაიზარდოს.
„ბევრი ცვლილება შევიდა მეორე მოსმენის ტექსტში, დღეს ამ ცვლილებებზე ვისაუბრებთ მუხლობრივი განხილვის დროს. პრინციპული საკითხები, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მანდატის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ამას ვეთანხმებით და ვიზიარებთ. ის რომ არცერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დარჩეს კონტროლის გარეშე და ფარულ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარავდეს ყველა ამ მოქმედებვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით. და ჩვენ ამ პრინციპს ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
ანა მებურიშვილი