უკან
არქივი
საზოგადოება
12 თებერვალი, 2018 11:15
ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს”, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ცნობისათვის, „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს" აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, გუშინ ჩამოვარდა.
ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.