უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 სექტემბერი, 2019 12:25
font-size

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 7 ახალი მიმართულებით იფრენს

10 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ 7 ახალი მიმართულებით იფრენს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია „Wizz Air“ 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,‘’- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანია „Wizz Air“-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „Wizz Air“-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, „Wizz Air“ ბაზრის ლიდერი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9682 ლარი გახდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9682 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9663 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას რეფორმების განხორციელების პროცესში

17 ოქტომბერი, 2019 , 13:05

მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა სირილ მიულერ

კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე მცირდება

17 ოქტომბერი, 2019 , 10:44

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული. აღ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9663 ლარი გახდა

16 ოქტომბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ ფინან

ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა აძლევს საშუალებას, მის ხელთ არსებული რესურსი წლის ბოლომდე გამოიყენოს

16 ოქტომბერი, 2019 , 12:15

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტ