უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 თებერვალი, 2017 16:30
font-size

Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.

ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს ავიაბაზარი რეგიონში ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადია. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, წელსაც, იანვარი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის ძალიან პოზიტიური თვე იყო.

,,მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს 130 %-იანი ზრდა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზრდა კიდევ და კიდევ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც საკმაოდ წარმატებული იყო და წელს მასაც ბევრი სიახლე ექნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. დაიწყო გაყიდვები ბილეთებზე ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით, რომელსაც კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ქეთევან ალექსიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარი. „ჩვენ არ გვქონდა აქამდე პირდაპირი რეისები, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდებოდა ნებისმიერ ტურისტს აქ ჩამოსასვლელად და ვფიქრობთ, რომ არსებული საშუალებით გავზრდით მგზავრთნაკადს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომ მარტივად, პირდაპირი რეისით მოხვდნენ დიდ ბრიტანეთში“ - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას 18 ივნისიდან დაიწყებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99 ლარი/£ 34.99-დან.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს უკვე ევროპის 9 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

საკვანძო სიტყვები:

ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები. ა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს

24 სექტემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნ

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.