უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

WorldSkills–ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა შვიდ პროფესიაში იასპარეზა

ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა შვიდ პროფესიაში - სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ.

ამის შესახებ “მედიანიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

შეჯიბრი, რომელშიც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხადასხვა ქვეყანაში იმართება და ასი ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს, სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომლებიც მონაწილეებს აკვირდებიან და ბევრ მათგანს თანამშრომლობას სთავაზობენ.

Worldskills-ის პრეზიდენტის საიმონ ბარტლი მიიჩნევს, რომ შეჯიბრში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. შესაბამისად, ქართველი კონკურსანტები, რომლებმაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გამოცდილებას დაინტერესებულ თანატოლებს გაუზიარებენ.

საერთასორისო შეჯიბრში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობა და სხვა ქვეყნების კონკურსანტების შეფასება ასევე დიდი გმოცდილებაა ქართველი პედაგოგებისთვის.

საქართველოს გუნდის ღირსეული გამოსვლა მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ არსებული მიდგომებისა და კონკრეტულად, მონაწილეების, მათი პედაგოგებისა და იმ უწყების წარმომადგენელთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომელმაც პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა უზრუნველყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. საქართველოდან წარგზავნილები არიან: ანა-ქრისტინე ტატიშვილი - საკონდიტრო საქმე, ლია ლომიძე - სამზარეულო საქმე, ზურაბ შავიშვილი - სარესტორნო სერვისი, ცოტნე ნაზარაშვილი - ვებდიზაინი, მალვინა მუთიძე - საპარიკმახერო საქმე, დავით დავითაშვილი - საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა, სალომე წიქარიძე - გრაფიკული დიზაინი. კონკურსის შედეგები მალე გახდება ცნობილი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი