უკან

კომენტარი

19 ნოემბერი, 2018 10:50
font-size

ზაალ ანჯაფარიძე : ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს ცესკო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს, გადაჭარბებულია

„ოპოზიციის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ცეესკო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და ხმის მიცემისათვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, გადაჭარბებულია. ეს აზრი სასამართლომაც გაიზიარა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშრებით, არ დააკმაყოფილა, “- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, ეს რომ ასე არ არის, არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ ცეესკომ უცხოეთში მოქმედ საარჩევნო უბნებს მუშაობის დრო საღამოს 12 საათამდე გაუგრძელა და მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი ცეესკოს საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბებაბში ადანაშაულებს.

„კანონი არ დარღვეულა და ცესკომ არჩევნების მეორე ტური იმ დღეს დანიშნა, რასაც კანონი მოითხოვდა. ის, რომ თბილისში მცხოვრებ და რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეზარებათ გამგზავრება და ხმის მიცემა და ა.შ. არის მხოლოდ ვარაუდებზე და განცდებზე აგებული მსჯელობები. კანონიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაემთხვა, რაც არის ფაქტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც სამუშაო დღეს ჩატარდა, მაგრამ ამომრჩეველთა მოტივაცია მაღალი იყო. მასში რეკორდულმა რაოდენობამ, 2,6 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არ მგონია ამ არჩევნებზე, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამომრჩეველს დემოტივაცია გაუჩნდეს და საარჩევნო ყუთებთან მისვლა ვერ შეძლოს. „- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორ მან აღნიშნა, ის რომ არასამთავრობო სექტორი არჩევნების პროცესს ასე გულდასმით და კრიტიკულად აკვირდება, დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. თუმცა, სასურველია, არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში, ასეთივე მონდომებით და შემართებით ოპოზიციის ქმედებებსაც აკვირდებოდნენ.

„ის ბრალდებები, რაც ცეესკოს წინააღმდეგ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილ მიმართვაში, დამტკიცებას საჭიროებს და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის. ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ბრალდებები. აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ, ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ამომრჩევლად რეგისტრირებულია 60,000 -მდე ჩვენი მოქალაქე საიდანაც, ტრადიციულად, არჩევნებში დაახლოებით 6000- მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას, რაც არც ისე დიდი ელექტორალური რესურსია.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება, რათა შემდეგ საპროტესტო აქციებისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას.
NS

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი