უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივლისი, 2018 16:40
font-size

ზაფხულის სეზონზე სურსათის უვნებლობის რისკები იმატებს - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი მიქაძის განცხადებით, ზაფხულის სეზონზე სურსათის უვნებლობის რისკები იმატებს.

მისი თქმით, ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა ხორცისა და რძის პროდუქტების ვარგისიანობა, ამიტომ აუცილებელია, მომხმარებლებმა პროდუქცია უსაფრთხო გარემოში იყიდონ და თავი აარიდონ საკვების ქუჩაში შეძენას.

„მომხმარებელი პროდუქტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაეცნოს ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას, დასახელებას, სურსათის შემადგენლობას, რას შეიცავს ინგრედიენტების სახით, გამოშვების თარიღს, შენახვის ვადას, რა ტემპერატურაზე უნდა იქნას შენახული პროდუქტი. მომხმარებელს შეუძლია თავად გაარჩიოს, სუნი აქვს თუ არა სურსათს, შეიძლება ფერი იყოს შეცვლილი, ან მაცივრის გარეთ იყიდებოდეს.

ყველა ასეთ შემთხვევაში, უნდა დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15-01 და ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები მიიღებენ შესაბამის ზომებს“,- განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები კონკრეტულ დარღვევაზე მიმართავენ, მოხდება არაგეგმიური კონტროლი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ხილი და ბოსტნეული საფრთხის შემცველია, თუ ისეთ პირობებში იწარმოება, სადაც არ არის დაცული ელემენტარული პირობები. ამიტომ მოსახლეობას დაკვირვება მართებს.

გიორგი მიქაძის განცხადებით, გეგმიური ინსპექტირების 6 თვის მონაცემებით, 247 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. წინა წლებთან შედარებით 28 %-ით არის გაზრდილი საჯარიმო სანქციები, საწარმოო პროცესის შეჩერება კი 42%-ით.

“ძირითადი დარღვევები განისაზღვრება ეტიკეტირების დარღვევით, ვადაგასული სურსათის რეალიზაციით ,რეცხვა - დეზინფიცირების ნაწილით. ყველაზე მეტი არის ეტიკეტირების და ვადაგასული პროდუქციის შემთხვევები“, - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისი ინფორმაციით, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ჯერჯერობით დარღვევა არ დაფიქსირებულა.

საკვანძო სიტყვები:

25 ნოემბერს პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

25 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, აქცია პარლამენტის წინ 14:00 საათზე დაიწყება. მისი თქმით, 25 ნოემბ

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი - ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ფონდ „ქართუში“ კომენტარი გაკეთდა. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, „ქართუს“ დამფუძნე

დღესაც მზად ვართ, ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება - ვივუსი

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსი“ განცხადებას ავრცელებს.  „დღეს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ შემდეგი განმარტება: დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ

ნანოტექნოლოგიები - ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018) გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 21 ქვეყნის - ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ბე

შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოვალეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა

19 ნოემბერი, 2018 , 14:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შე

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება იტალიელ მეცნიერებს - ნობელის პრემიის ლაურეატ რიკარდო ვალენტინის და ჯუზეპე ერამოს მიენიჭათ

19 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საერთაშორსო რანგის ორ იტალელ მეცნიერს, პროფესორ რიკარდო ვალენტინის და დოქტორ ჯუზეპე ერამოს მიენიჭა. საპატიო ჯილდოები საქართველოში, კერძოდ კი ტექნიკურ უნივერსიტე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`