უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აპრილი, 2018 14:35
font-size

ზაფხულში ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტებს ორგანიზებას „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს

ზაფხულში ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტებს ორგანიზებას „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ,,Black Sea Arena"-ს დირექტორი ანი კალელიშვილი ესწრებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, წელს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებთან“ ერთად, სხვადასახვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

"წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებთან“ ერთად, სხვადასახვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ USAID-თან ერთად უკვე გადავამზადეთ ყველა საოჯახო ტიპის სასტუმრო და ისინი მზად არიან ახალი სეზონისთვის“ - განაცხადა გუბერნატორმა.

ანა კავლელიშვილის თქმით, „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

"Check in Georgia-სთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია სამეგრელო. ანაკლია- განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზოდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა 2019 წლიდან გამოცხადდება სახელმწიფოს მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა, რაც ანაკლიისთვის ახალ ფესტივალს შექმნის."- ამბობს ანი კავლელიშვილი.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ანაკლიაში, წელს, USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ასევე ჩატარდება ბიზნესფესტივალი "ანაკლიობა", რომელიც რეგიონში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ცირა გუგრენიძე

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი