უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 მაისი, 2017 14:00
font-size

ზალბერის განცხადება საერთაშორისოდ არსებულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება - გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის თქმით, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთბეული განცხადება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არალეგიტიმური პროცესების მიმართ არსებობს.

ამასთან, როგორც წერეთელმა თემის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა, შესაბამისი კითხვები უნდა დასვან.

„ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ასეთმა გამოცდილმა დიპლომატმა , როგორც ჰერბერტ ზალბერია, ამგვარი განცხადება გააკეთა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღდემგება იმ სულისკვეთებას, რომელიც ჟენევის დისკუსიასაც აქვს და გარდა ამისა, მთელს საერთაშორისო საზოაგდოებას იმ არალეგიტიმურ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. პირველ რიგში მან თავად უნდა გააკეთოს განმარტება თუ რას ნიშნავს ეს, და გარდა ამისა, ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო უწყებამაც, შესაბამისი კითხვები უნდა დასვას“,-აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ,რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, ოკუპირებული ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, ე.წ საპრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მონიკა დავლიანიძე

უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა - სალომე სამადაშვილი

22 თებერვალი, 2020 , 15:55

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. „საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნა

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:20

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო” , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. „ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვ

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშ

დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:10

კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცვლელი, ეს არის გლობალური გამოწვევა, - განაცხადა ჟურნალისთებთან საუბარში გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, სტრატეგიულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`