უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
მსოფლიო
ბუენოს - აირესის საბჭომ დავით ზალკალიანს ქალაქის საპატიო სტუმრის სტატუსი მიანიჭა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქალაქ ბუენოს - აირესის ავტონომიურმა საბჭომ საპატიო სტუმრის სტატუსით დააჯილდოვა.
ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტულის გადაცემა ბუენოს - აირესის საბჭოს ისტორიულ შენობაში მოხდა. ღონისძებას ესწრებოდნენ ქალაქის საბჭოს დეპუტატები, საბჭოს თავმჯდომარე და სხვა მოწვეული სტუმრები.
დავით ზალკალიანის ქალაქის საპატიო სტუმრის ტიტული გადასცეს ბუენოს - აირესის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანცისკო კინტანამ და დეპუტატებმა ედუარდო სანტამარინამ და აგუსტინ ფორჩიერმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრეს არგენტინისა და საქართველოს მეგობრობაზე, რომელსაც ამყარებს ისტორიული კავშირები, აღინიშნა, რომ არგენტინა იყო პირველი ქვეყანა რომელმაც ჯერ კიდევ 1919 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანა კვლავ ამ ფასეულობისა და მეგობრობის ერთგულია.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ბუენოს - აირესის საბჭოში სტუმრობის დროს საბჭომ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა ბუენოს - აირესის ერთ-ერთი სკვერისთვის ქ.თბილისის სახელის მინიჭების შესახებ.