არქივი
პოლიტიკა


ზაქარია ქუცნაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის განწყობა დადებითია - ზაქარია ქუცნაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის განწყობა დადებითია.
ამასთან, ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ კობახიძის პოლიტიკური სიმპატია საკონსტიტუციო სასამართლოში მის საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს.
”საერთოდ პიროვნება არის ან კანონმორჩილი და პრინციპული, ან მედროვე და კანონის მიმართ აგდებული დამოკიდებულების მქონე. მანანა კობახიძე პრინციპული ადამიანია და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კარიერა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში ხელისშემშლელი გარემოება არ უნდა გახდეს. არავის არ აქვს უფლება ამ ნიშნით შეზღუდოს ადამიანი, გააგრძელოს მან მუშაობა და პროფესიული საქმიანობა სასამართლო სისტემაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი გუნდი სწორედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55