უკან

სამართალი

6 თებერვალი, 2018 17:40
font-size

ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია მილიონი ლარით დაჯარიმდა

კომპანია "ბაზალტი ფაიბერს"-ის გენერალური დირექტორი, ივერი ქუცნაშვილი საგადასახადო მიმართულებით და შესყიდვების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც BM.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილმა განაცხადა, 2017 წლის დეკემბერში შემოსვალების სამსახურმა, შემოწმებისას, "რეალურად 5 ლარის ღირებულების პროდუქტი 12 000 ლარის პროდუქტად ჩაუთვალა“ და დააჯარიმა.

"მოგეხსენებათ, ჩვენ ბაზალტის ქვისგან ვაწარმოებთ ბაზალტის ძაფს და სხვა პროდუქციებს. შემოსავლების სამსახურის შემოწმების დროს, საგადასახადო ოფიცერმა, ქვა, რომლისგანაც ვაწარმოებთ პროდუქციას და რომელიც იმტვრევა და ნახევარი გამოდგება ხოლმე, ნახევარი - არა, მთელი მოცულობა, რომელიც არ გამოდგებოდა, საბოლოო პროდუქტად გვიქცია, ეს პროდუქტი გაყიდულად ჩათვალა და იქიდან დაგვბეგრა. რეალურად, ბაზალტის ტონა ქვა ღირს ხუთი ლარი, საბოლოო პროდუქტი კი - 1 ტონა ღირს 12 000 ლარი ანუ 5 ლარის ღირებულების პროდუქტი გვიქციეს 12 000 ლარის პროდუქტად; ჩათვალეს რომ გავყიდეთ ეს პროდუქტი, მივიღეთ შემოსავალი, რომელიც დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო და ა.შ. ასეთია შუალედური აქტი და დაგვაჯარიმეს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დავა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გრძელდება.


როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, აღნიშნული დავის გარდა, კომპანია „ბაზალტი ფაიბერს“-სს შემოსავლების სამსახურთან კიდევ ერთი დავა აქვს და ჯამში, საუბარია, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ჯარიმაზე.

"ჩვენ ტექნოლოგია გავიტანეთ გერმანიაში, სადაც ავაშენეთ ქარხანა, რომელიც ქართველი ბიზნესმენის პაატა გოგოლაძის მფლობელობაშია; განა ბევრია ქართველების მიერ ევროპაში აშენებული ქარხანა?! რაც შეეხება დავის საგანს - წარმოიდგინეთ, ქუთაისში რომ ქართველ მუშებს აეშენებინათ ქარხანა, კომპანია ხომ გამოუწერდა მათ სამივლინებოებს?! ანალოგიურად მოხდა ამ შემთხვევაშიც - მუშებს/თანამშრომლებს გერმანიაში საქმიანი მივლინებისთვისაც გამოუწერეს სამივლინებო თანხები და ასევე, კომპანია ცალკე უხდიდა მუშებს ხელფასს, რადგან შეთანხმების თანახმად, ქარხნის ინსტალაციაზეც ქართველ სპეციალისტებს უნდა ეზრუნათ. შემოსავლების სამსახურმა კი სამივლინებოც ჩათვალა ხელფასად და მათზეც უნდა გადაგეხადათ საშემოსავლო გადასახადიო. დავა ახალია - ახალი წლის წინ „გაგვიკეთეს ეს საჩუქარი“. ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გვაქვს გასაჩივრებული. ვნახოთ რა იქნება. იმედია, არ გაჯიუტდებიან. ეს აბსურდული დავაა", - განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა, რომელიც „ბაზალტი ფაიბერს“-ის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორია და პირადად მისი წილი კომპანიაში 2.5%-ია.

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი