უკან

საზოგადოება

29 აპრილი, 2017 12:45
font-size

ზაქარია ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება - “არა ფობიას!”

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები ზაქარია ქუცნაშვილს სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„,,სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 2017 წლის 26 აპრილს გააკეთა და რომელშიც დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს.

ზ. ქუცნაშვილი: „კონსტიტუციაში [ქორწინების დეფინიციის] ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე და ამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპის ასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენ სერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენ პროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი.“

აღნიშნული განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზ. ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს - “ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას - აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.

ამგვარი არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შელახონ ადამიანის უფლებები და წაახალისონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო (BBSA-Georgia)’; აქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო (TI); იდენტობა; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 10 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 ს

მომღერალი ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს

9 დეკემბერი, 2019 , 20:41

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. „სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს. დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბ

პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდა ცნობილი. როგორც „მედიანიუსს

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`