უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
რეგიონები
28 მარტი, 2018 13:11
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენას, 19-მა დეპუტატმა კი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის სასარგებლოდ მისცა ხმა.
საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა ასევე “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრი.
საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები იმყოფებიან.