უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 თებერვალი, 2018 17:25
font-size

ზაზა გაბუნია დარწმუნებულია ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები კომპრომისის მისაღებად იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის რეგონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დარწმუნებულია, რომ ბორჯომის საკრებულოს წევრები საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ.

„ბოიკოტი წარმომადგენლობითი ორგანოსთვის დამახასიათებელია. იმავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატები საკუთარ გადაწყვეტილებებში ამოვლენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და იმსჯელებენ კომპრომისის მისაღწევად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში ქვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს იანვრის ხელფასი დღემდე არ აუღია.

ცირა გურგენიძე

ურეკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

19 მაისი, 2018 , 17:40

ავტოსაგზაო შემთხვევას ურეკში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი, მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა

19 მაისი, 2018 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქ

სოფელ სალხინოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

19 მაისი, 2018 , 13:35

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს. მათ პროექტის ამოცანები, ტექნიკური სამუშაოების

სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა

19 მაისი, 2018 , 11:50

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა. როგორც ოკუპირე

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

19 მაისი, 2018 , 11:50

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს “ბლუბერი“-მ 6.9 ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი ოზურგეთის დაბა ნარუჯაში

ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

18 მაისი, 2018 , 12:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში ფერმერებს შეხვდა და ინფორმაცია ღო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე