უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
არქივი
კონფლიქტის ზონა


ზაზა გახელაძის ოჯახი სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება
სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი არ შეუერთდება.
როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ოჯახი აქციებში ჩართვისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამას არ გამორიცხავს.
„ვიცით, რომ დღეს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით. თავს ვიკავებთ, თუმცა, საჭირო თუ გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარეთ გავიდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქცია დადებითად იმოქმედებს, ვერც იმას ვიტყვი, რომ უარყოფითად. ჩვენი გადასახედიდან რაღაცის თქმა ძნელია. როცა გწამს, რომ რაღაცას აკეთებ, გგონია, რომ ესაა ადამიანისთვის უპირველესი და აკეთებ სწორად, რამდენად სწორია ეს მეორე მხარისთვის, არ ვიცით. ველოდებით ადვოკატისგან ზარს. ველოდები, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რას აპირებს ზაზა, აპირებს თუ არა გასაჩივრებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს“, - აცხადებს ზაზა გახელაძის, მეუღლე ირმა ბუთხუზი.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით - სუს-ი ენგურის ხეობის ტრაგედიაზე
7 აპრილი, 2021 , 13:15
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
25 მარტი, 2021 , 10:40

პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება
23 მარტი, 2021 , 10:34

საჭიროა ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება კონფლიქტებთან მიმართებით — DRI
22 მარტი, 2021 , 14:25

საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
19 მარტი, 2021 , 12:40

რუსეთი აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას - ნიკოლოზ სამხარაძე
13 მარტი, 2021 , 14:45