უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2017 14:00
font-size

ზაზა ოქუაშვილი: „2004 წლის მოვლენები მძიმე გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ!“

როგორ მიაღწია პროფესიით ექიმმა ბიზნესში წარმატებას და რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? - ის, რაზეც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს საჯაროდ არასოდეს ულაპარაკია

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშილი, რომელიც 2016 წელს, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა, გაზეთ „პრაიმ თაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 2004 წლის თებერვლის მოვლენებს, ანუ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმის შესვლას იხსენებს და ამბობს, რომ „ყველაფერი ამ ფორმით სპეციალურად გაკეთდა.“ აღსანიშნავია, რომ სპეცრაზმი „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების ოფისებში თითქმის ერთი წელი, ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევამდე დარჩა.

„მაშინ, როგორც ახლა, „ომეგა ჯგუფი“ წარმატებული და სხვადასხვა დარგში განვითარებული ბიზნესი იყო. სწორედ ეს გახდა, ერთის მხრივ, შურის, მეორეს მხრივ კი, ამ წარმატებული ბიზნესის მფლობელის დაჩოქების მცდელობის მიზეზი,“ - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი და ჟურნალისტის კითხვაზე, მისი უშუალოდ სააკაშვილს შურდა თუ გარემოცვის რომელიმე წევრს, პასუხობს:

„შური „ნაციონალების“ პოლიტიკში, მთელ მათ ადმინისტრაციასა და თითოეულ მათგანში იდო. შესაბამისად, შეთანხმებულად და ურთიერთგაგებით მოქმედებდნენ.“

გამოცემის ჟურნალისტი რესპონდენტს 2003 წლის ნოემბერის მოვლენებსაც ახსენებს და ინტერესდება, „ვარდების რევოლუციას“ რატომ არ გულშემატკივრობდა.

„ვარდების რევოლუციას“ მხარს ლამის მთელი საქართველო უჭერდა. ყოველ შემთხვევაში, ხალხი იმედოვნებდა, რომ ეს რევოლუცია უკეთესი მომავლისთვის ხდებოდა, თუმცა პირადად მე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ის არ იყო, რასაც ხალხი ელოდა,“ - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი და იქვე, ჟურნალისტის კითხვაზე, წარმოიდგენდა თუ არა, რომ „ვარდების ტერორის“ პირველი მსხვერპლი გახდებოდა, პასუხობს: „სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, თუმცა ამდენის წარმოდგენაც რთული იყო.“

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ვიდრე ტელეკომპანია „იბერიასა“ და ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდოდა, გარკვეული შეთავაზება იყო, რაც არ გაიზიარა. მისივე განმარტებით, ეს შეთავაზება იმას ეხებოდა, რაც შემდეგ მოხდა: „ჯერ ერთი, შეეცადნენ, წარმატებული ბიზნესი და მართალი საქმიანობა დაეჩოქებინათ. მეორეც, სანახოაბა მოეწყოთ და ამ ფონზე წილი დაგვეთმო. მსგავსი მინიშნებები, როგორც გითხარით, სპეცრაზმის შემოსვლამდეც კეთდებოდა.“

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გამოცემასთან საუბრისას განმარტავს, რომ „ყველაფერი ტელევიზიით დაიწყო, თუმცა მაშინაც, დღევანდელის მსგავსად, სრული გამჭვირვალობა არსებობდა. საერთოდ, ტელევიზია ის ბიზნესი არაა, რომელიც თავის თავს აფინანსებს. ამიტომ, ყველაფერი - „იბერია“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა ბიზნესი ერთობლივად უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, არაფერი დაუტოვებიათ - ტელევიზიით დაიწყეს და ყველაზე პატარა ფირმით დაამთვარეს.“

ამასთან, ჟურნალისტი ინტერესდება, თუ რატომ დათმო „ომეგა ჯგუფმა“ ტელევიზიის ლიცენზია.

„არც რამე გარიგებაში შევედით და არც წილები დავთმეთ... როცა ლაპარაკი თანხაზე დაიწყეს, ვთქვით, რომ თანხას რომელიმე ფონდში კი არა, მხოლოდ ბიუჯეტში შევიტანთო.

- ანუ, გეუბნებოდნენ, რომ თანხა პროკურატურის ყბადაღებულ ფონდში შეგეტანათ?

- პროკურატურას ფონდი არასოდეს ჰქონია. ეს მაშინდელი მმართველი პარტიის ფონდი იყო.

- ესე იგი, პირდაპირ გითხრეს, რომ თანხანაცმოძრაობისფონდში უნდა შეგეტანათ?

- ყოველ შემთხვევაში, მაშინ სხვა ფონდის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით... ბოლოს და ბოლოს, მუშაობა უნდა დაგვეწყო და, სპეცრაზმის შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ბიუჯეტში ის თანხა ჩაგევრიცხა, რომელიც ხელოვნურად გამოიყვანეს.

- ლაპარაკი, როგორც მახსოვს, 23 მილიონზე იყო, არა?

- დიახ… სხვათა შორის, მზა პროდუქციაც წაიღეს და გაყიდეს…

- სიგარეტს გულისხმობთ?

- არა მხოლოდ... ტელევიზიიდან აპარატურა გაიტაცეს. სტამბასა და სიგარეტის ფაბრიკაში კი ტექნიკა დაამტვრიეს და გაანადგურეს... ყველაფერ ამას კი იმიტომ აკეთებდნენ, რომ ტელევიზიის ლიცენზია ჩამოერთმიათ, რასაც ჩვენი თანხობის გარეშე ვერ გააკეთებდნენ...

- საერთო ჯამში, რა რაოდენობის ზარალი ნახეთ?

- ზარალი ათეულობით მილიონი იყო...

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაშინდელ მოვლენებზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიებაომეგა ჯგუფისგანცხადების საფუძველზე დაიწყო. მართალია, „იბერიასეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო და ამ საქმეს უკვე საქალაქო სასამართლო განიხილავს, მაგრამ სხვა კომპანიების მიმართ განხორციელებულივარდოსნულიტერორის გამოძიება ისეც გრძელდება. ბატონო ზაზა, ზარალის ანაზღაურებას ითხოვთ თუ ვინმეს დასჯას? საერთოდ, სამართლიანობის აღდგენის იმედი გაქვთ?

- მხოლოდ ახლა კი არა, ხელისუფლების შეცვლამდეც მჯეროდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა დამნაშავეები გამოვლინდებოდნენ! ეს აუცილებელი მხოლოდ „ომეგა ჯგუფისთის“ კი არა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვისაა!“

„პრაიმ თაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ მოგვიანებით „იბერიას“ ლიცენზიის დაბრუნება არაპირდაპირ შესთავაზეს: „ეს პირდაპირი შემოთავაზება არ ყოფილა და შეიძლება, ამის უფრო სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ამ სურვილს არ, ასე ვთქვათ, გავყოლილვარ და არც ის „გამომიძიებია“, ვისგან მოდიოდა... მოკლედ, ეს სურვილი არ მივიღე, რადგან იმ მდგომარეობაში ტელევიზიას ხელისუფლება ან უნდა ექო და მხარი დაეჭირა ან ისევ დახურულიყო. ასე რომ, ლიცენზიის დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა.“

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ის სისტემა, რომელიც „ნაციონალებმა“ ჩამოაყალიბეს, ხელს მხოლოდ მას კი არა, მთელ საქართველოს უშლიდა. „„ისინი სოციალიზმს აშენებდნენ. სოციალიზმი კი, როგორც ცნობილია, კაპიტალიზმს ხელს უშლის და ვერ ანვითარებას!.. სამწუხაროდ, ცალკეული პირები იმ ძალით თამამდებიან, რასაც ხალხი ვაძლევთ, საზღვარს ვეღარ პოულობენ და ამ გზასაც ამიტომ ადგებიან! ყველაფერ ამაში კი საზოგადოებას ჩვენი პასუსიხმსგებლობა გვეკისრება!“ - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი „პრაიმ თაიმისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, საიდანაც „მედიანიუსი“ რამდენიმე მნიშნელოვან ამონარიდს გთავაზობ:

„- უცხოელი პარტნიორები გყავდათ, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, დასავლურიკრიშაგქოდნათ, თუმცანაციონალებიარც მათ მოერიდნენ. რატომ?

- ისინი არაფერს ერიდებოდნენ, რადგან მათი „კრიშა“ თუ „ქოლგა“ სწორედ რევოლუციური მოსვლა იყო, ანუ ცდილობდნენ, რომ მათი ყველა არასწორი სურვილი და მოქმედება სწორედ ამ რევოლუციურ ტალღას გადაეფარა.

- დასავლურ ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან, როგორც ვიცი, კარგი ურთიერთობა გქონდათ და არ უხსნიდით, „ვარდოსნებირას და როგორ აკეთებდნენ?

- დასავლეთს სურდა, რომ ის უძრაობა, რომელიც საქართველოში მანამდე არსებობდა, შეცვლილიყო. ამიტომ, რევოლუციის მერე ყველა ამბობდა, ცვლილებები დაიწყო, უნდა მოვიცადოთ და გამოჩნდება, ვინ მართალია და ვინ - მტყუანიო, თან ხალხის არჩეული მთავრობა იყო და მის ქმედბებეში დასავლეთი პირდაპირ ვერ ჩაერეოდა, თუმცა ჩემი დასავლელი პარტნიორები მაშინაც კარგად მიხვდნენ, საქმე რაშიც იყო და პრეზიდენტსა თუ პრემიერთან დაკავშირებას ცდილობდნენ. აქედან კი მცდელობა იყო, რომ ჩვენ სხვებით ჩავენაცვლებინეთ - მთავრობა ასეთ პასუხს სცემდა, სხვა, უფრო წარმატებულ პარტნიორს მოგცემთ და ოქუაშვილი დაივიწყეთო...

- ბატონო ზაზა, პროფესიით ექიმ-რეანიმატოლოგი ხართ. 90-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და ათასი უბედურება ხდებოდა, ბიზნესში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ცხოვრების ახალი ტალღა, ასე ვთქვათ, წამოვიდა.

- კი ბატონო, მაგრამ სად - მედიცინა და სად - ბიზნესი. ჰოდა, დავიჯერო, ბიზნეს სპეციალური განათლება არ სჭირდება თუ ყველაფერი ალღოსა და იღბალზეა დამოკიდებული?

- (იღმის) ალღო ნამდვილად საჭიროა და, სხვათა შორის, ვერც იმას ვიტყვი, რომ ბზინესში სამედიცინო განათლება არ გამომადგა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ საოპერაციო მაგიდასთან არაა საჭირო. ჩემი განათლება და სამედიცინო სფეროში მიღებული გამოცდილება ბიზნესში ნამდვიად დამეხმარა. სხვათა შორის, იმხანად ექიმებს ძალიან უჭირდათ - არ ვიცი, იმას, რასაც ვიღებდით, ხელფასი ერქვა თუ არა...

- გახსოვთ, თქვენი, როგორც ექიმ-რეანიმატოლოგის ჯამაგირი რამდენი იყო?

- მაშინ ანაზღაურება კუპონებზე იყო...

- მოკლედ, ზაზა ბატონო, როგორც ვხვდები, ბიზნესში წასვლისკენ გაჭირვებამ გიბიძგათ. თავდაპირველად რისი ბიზნესი გქოდნათ?

- ვიფიქრე, რომ ექიმობის პარალელურად, პურის წარმოებასაც შევძლებდი. სხვათა შორის, თავდაპირველად მამაჩემი ხუმრობდა, საავადმყოფოს მსგავსად, ბიზნესშიც, თეთრი ხალათი გაცვიაო. პურის ბიზნესი ნელ-ნელა განვითარდა, რომელსაც მერე სხვა ბიზნესიც დაემატა. ამიტომ, მედიცინისთვის ვეღარ მოვიცალე - ბიზნესმა, თავისი აქტიურობითა და შედეგით, ექიმობა დასძლია და ჩემს პროფესიას ნელ-ნელა ჩამოშორდი.

- თუკი წარმატებული იყო, პურის ბიზნესს რატომშეეშვით?

- დავინახე, რომ განვითარება სხვა ბიზნესშიც შემეძლო... საერთოდ, როცა ბიზნესში ხარ, იმ სფეროში მიდიხარ, სადაც უფრო დიდი მასშტაბია.

- ყველაფერ აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, იღბლიანი ხართ?

- ყველა წარმატებისთვის იღბალიც აუციელებლია!

- მას შემდეგ, რაც ბიზნეში ხართ, ექიმობა არასოდეს მოგნატრებიათ?

- (გულიანად იცინის) როგორ არა, განსაკუთრებით, ახლა, როცა ვხედავ, რომ ექიმობაც საკმაოდ წარმატებულ პროფესიად იქცა! საერთოდ, ამ პროფესიაზე ძალიან ბევრი დრო და ენერგია მაქვს დახარჯული...

- სამედიცინოზე სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარეთ?

- არა, ჯერ ტექნიკუმი დავამთავრე...

- ექიმობაზე ბაშვობიდან ოცნებობდით თუ ეს პროფესია იმიტომ აირჩიეთ, რომ მაშინ მოდური იყო?

- საერთოდ, სირთულეების გადალახვა მიყვარს. მაშინ ერთ-ერთი რთული სამედიცინო ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში ჩარიცხვა იყო, მაგრამ სამხატვრო აკადემიას სხვა ტალანტი და მოწოდებაც სჭირდებოდა. ამიტომ სამედიცინოზე ჩაბარება გადავწყვიტე. საერთოდ, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით - ტექნიკურ საგნებს, თან დედაჩემიც ექიმია, მამა ინჟინერი იყო.

- რაკიღა წინააღმდეგობის დაძლევა გიყვართ, მაშასადამე, 2004 წლის მოვოლენებმაც გაგაძლიერათ?

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ეს მძიმე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე!

- იმ დროს, როცა უკვე წარმატებული ბიზნესმენი იყავით, კიდევ ერთ ახალ პროფესიას დაეუფლეთ - პოლიტიკოსი გახდით. პოლიტიკაში წასვლისკენ რაღამ გიბიძგათ?

- რამ და, - ქვეყნის წარმატების ინტერესმა, ანუ მინდოდა, ისეთი ნაბიჯები გადამედგა, რაც ჩვენი ქვეყანისა და ხალხის უკეთესობას, წარმატებას შეუწყობდა ხელს. ისე, ვერ ვიტყვი, მანამდე, ვიდრე დეპუტატი გავხდებოდი, ჩემი ბიზნესით პოლიტიკაში არ ვიყავი და იგივე ქვეყნის უკეთესობას არ ვემსახურებოდი-მეთქი: ბიზნესის მასშტაბურობის გამო, ბიუჯეტში საკმადო დიდი თანხა შეგვქონდა - საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდნახევარი გვაქვს შეტანილი...

- რამდენიმეწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, პოლიტიკაში ისევ დაბრუნდით - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ. ბატონო ზაზა, როგორ ფქირობთ, „შავი პიარისგანდაცული ხართ?

- შეიძლება, ყოველ დღე არ ვჩანვარ და ეს მოთხოვნა არც მაქვს - მე უფრო საქმის კაცი ვარ, მაგრამ არ მგონია, „შავი პიარი“ ისევ ამიგორონ, რადგან მოსახლეობას საშუალება აქვს, ქვეყნისა და ხალხისთვის ჩემი შრომა შეაფასოს.

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრობა მაინც, რამ გადაგაწყვეტინათ?

- აჭარა ძალიან მიყვარს და იქაურობაზე დიდი ამაგი მაქვს - მაშინ, როცა აჭარას ცენტრალური ბიუჯეტი თანხებს არ აძლევდა, პრაქტიკულად, ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი, ვისაც გადასახადები მხოლოდ ცენტრალურ კი არა, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტშიც შემქონდა, რაც აჭარისთვის იმ დროს საკმაოდ დიდი დახმარება იყო... ახლაც, იმისთვის, რომ ხალხს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს, თავს არ დავზოგავ

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ადრე „ტრადიციონალისტებში“ ვიყავი, ახლა „პატრიოტებში“ ვარ. ტრადიციონალისტური და პატრიოტული იდეები კი ერთმანეთთან ახლოსაა. გარდა ამისა, დიდი ხანია, დავით თარხან-მოურავს ვიცნობ და მისი შემოთავაზება ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა... აუცილებელი არაა, რომ საქმე ლიდერ პარტიაში აკეთო. საქმეს ოპოზიციაც აკეთებს...“

გამოცემის ჟურნალისტის კითხვაზე, მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი, ზაზა ოქუაშვილის პასუხობს, რომ საზღვრის გავლება ძალიან ძნელია: „როცა საქმე მუშას ეხება, მის გვერდით ვდაგავარ და მაშინ მეც მემარცხენე ვარ, მაგრამ როცა მეპატრონის უფლებებია დასაცავი, მის გვერდით დავდგები! იცით, ჩვენს თაობას დადებითი რა აქვს? _ მემარცხენე ეპოქაში გავიზარდეთ, ახლა კი, სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, ანუ ორივე იდეოლოგიას ვიცნობთ. თავისი დადებითი კი ორივე იდეოლოგიას აქვს - სოციალიზმიდან შეიძლება, რაღაც ისეთი ავიღოთ, რითიც ხალხს დავეხმარებით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სოციალიზმის დროს დისციპლინა და სწავლისადმი მიდგომა სხვანაირი იყო. ყველაფერი ეს კი ადამიანს გარკვეულ მოტივაციას აძლევს. მემარჯვენეობასაც თავისი დადებითი აქვს, მაგალითად, თავისუფლება და დემოკრატია. ასე რომ, ქვეყნის წინსვლისთვის ამ ორი იდეოლოგიის საუკეთესო, ასე ვთქვათ, თვისებები უნდა გამოვიყენოთ!“

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, გლობალიზმი კარგია და მიესალმება, მაგრამ ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს: „ევროპიდან ყველაფრის ბრმად გადმოტანა არ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკური თუ გეოგრაფიული ტრადიციები უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენი ინტერესების დაცვა, დემოკრატიისა და თავისუფლების გათვალსიწინებით უნდა შეგვეძლოს, ანუ არ შეიძლება, რომ მომავალი და პოლიტიკური თუ ეკონომიკური წარმატება იმაზე გავცვალოთ, რასაც არ ვიცნობთ.“

გამოცემის ჟურნალისტი რესპონდენტს ოჯახზეც ელაპრაკება და ეკითხება, ის და მისი მეუღლე, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ერთმანეთს ავსებენ თუ არა:

„რა თქმა უნდა. ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს _ დიდ ძალას გაძლევს და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი სწორედ ოჯახია! თუ ცოლ-ქმარს ერთნაირი ხასიათი და ხედვა არ აქვს, რთულია, ადამიანმა საქმეში წარმატებას მიაღწიოს!

- მაშასადამე, გაგიმართლათ, ქალბატონ ნატოს რომ შეხვდით?

- დიახ, ძალიან გამიმართლა... ვცდილობთ, ჩვენი ოჯახი მართალი და სამაგალითო იყოს!“

„ომეგა ჯგუფი“ 2016 წლის ინვესტორად დასახელდა. ჟურნალისტთა საერთაშოირო ფონდმა „ოქროს ფრთამ“ კი, მედიის თავასუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთის, ზაზა ოქუაშვილი „ოქროს ფრთით“ დააჯილდოვა,“ - აღნიშნავს ჟურნალისტი და ინტერვიუს დასასრულს რესპონდენტს ეკითხება: ყველაფერი ეს 2004 წლის მოვლენების ერთგავრი კომპენსაცია ხომ არ არის?

„ასეთი აღიარება, რასკავირველია, სასიამოვნოა. სხვათა შორის, წლის ინვესტორად პირადად მე მაღიარეს, თორემ „ომეგა ჯგუფმა“ ჯილდო ცალკე მიიღო... „ოქროს ფრთით“ დაჯილოდებაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თავისუფალ სიტყვასთან უხერხულად ნამდვილად არ ვარ და სასიხარულოა, რომ იმ მძიმე გზის გავლა ჟურნალისტებმა დააფასეს!“ - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი გაზეთ „პრაიმ თაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: „პრაიმ თაიმი


საკვანძო სიტყვები:

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი. „წლის ბოლომდე შეზღუდ

ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა - მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართვ

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება - ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები აქვთ, სესხის აღების პროცესი მარტივდება. ამას საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ოქტომბერში

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

19 სექტემბერი, 2018 , 16:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და &bdq

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ე

წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ტერიტორიაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უკვე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`