უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 სექტემბერი, 2018 13:41
font-size

ზაზა ოქუაშვილი : უნდა ამოვიღოთ ხმა, სანამ დროა (ვიდეო)

,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე, კერძოდ კი, ტელეკომპანია ,,იბერიის“ მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.

მისი თქმით, თითოეული ქართველის ვალია, ხმა ამოიღოს და დაუდგეს გვერდით თავისუფალ მედიას.

,,უხილავი ძალები აღარ შეიძლება ამას დაერქვას, რაც შეიძლება ადრე იყო დარქმეული.

უხილავი ძალები აღარ არის ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც ,,ომეგაზე“ მოქმედებენ. ეს არის ფინანსური ბერკეტები და სხვა რომ არ ჩამოვთვალოთ, სიტყვაზე - სასამართლო, გინდა სამართალდამცავები და ეს მთელი პირამიდა.

ეს არის ყველასთვის, ყველა ქართველისთვის, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი მისია, რომ ჩვენ დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია, არ მივცეთ საშუალება არავის, არცერთ ბანდას და ბანდის წევრს, რაც არ უნდა სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, რომ ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე.

უხილავი ძალები აღარ იქნებიან.

მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში, რომ არ გავითვალისწინო, როგორც ადგილობრივი ადვოკატები მეუბნებიან, საქართველოს რეალობა. ახლა გავითვალისწინებ უცხოურ რელობას, თუ არის რამე შველა, როცა ხელია აღმართული, ძალაა აღმართული და ბანდისმიერი კრიმინალური ძალა თავისუფალი მედიის, თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ და ბიზნესის წინააღმდეგ, იმ წყაროს წინააღმდეგ, რომელიც მას ასაზრდოებს.

ფაქტობრივად, წესები არ არსებობს, რომლებსაც შეიძლება მისდიო და რომლითაც, შეიძლება ადამიანმა იმუშავოს და ააწყოს მომავალი საქართველოში.

,,ომეგა“ არის ერთ-ერთი აგური, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ჯარისკაცი. თუ ეს მოიტანს სიმართლეს, თავისუფლებას, კანონიერებას, ,,ომეგა“ მზად არის შეეწიროს ამას, მაგრამ თუ ამის ყურება ყველა ქართველს, ყველა ბიზნესმენს, ყველა კანონის მოყვარულს მოგვიტანს უარესს, მაშინ ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ.

,,ომეგა“ ეცდება ისევ საქართველოს განვითარებისთვის, ისევ თავისუფალი მედიის არსებობისთვის, ყველა ძალას მოიხმარს, რომ დადგეს მის წინაშე იმ ადვოკატურის და იმ კანონის დახმარებით, რომელიც მას ხელთ აქვს, რა საშუალებაც აქვს.

იმედია, გონს მოვლენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სანამ არის ეკრანი, სანამ არის მედია თავისუფალი, სანამ აქვს სიტყვის თქმის საშუალება, იტყვის თავისას, თავის ვალს შეასრულებს. ყველა უნდა დავფიქრდეთ და ყველა ჩვენგანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი როლი.

მთავრობა, სახელმწიფო არ არის კრიმინალების ბანდა, რომლითაც შეიძლება შეაშინო ქართველი ადამიანი, ქართული სულისკვეთება, საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იბერიამ “ დღეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას - დავით ზალკალიანი

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მი

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება. ნადირაძის თქმ

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`