კომენტარი
ზაზა ოქუაშვილის ჩამოსვლა საქართველოში არ არის უსაფრთხო - გიორგი ფანცულაია
,,ომეგა ჯგუფის“ ადვოკატი გიორგი ფანცუალაია იმ მიზეზებს განმარტავე,ს რის გამოც, ზაზა ოქუაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში ჩვენების მიცემას არ აპირებს.
,,დღეის მდგომარეობით შეიქმნა აბსურდული მდგომარეობა, რომ საქართველოში ყოფნა არათუ საშიშროებას წარმოადგენს იმ სავარაუდო ბრალდებულებისგან, რომლებიც ამ საქმის მიმართ, ამ საქმიდან გამომდინარე უნდა იყვნენ მომავალში პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ დღეს გვაქვს ასეთი აბსურდული მდგომარეობა, საფრთხეს წარმოადგენს დაზარალებულის ყოფნა საქართველოში.
აქედან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა საქართველოში არ არის უსაფრთხო. შესაბამისად, იგი მზად არის, ერთი მხრივ, მისცეს გამოძიებას სრული ინფორმაცია. ამის საფუძველს და შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გვაძლევს, რომ ის გამოკითხული იქნეს არა საქართველოში, არამედ სსხვა ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გიორგი ფანცუალაიმ.