უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ნოემბერი, 2018 11:00
font-size

ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მისგან ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლასთან დაკავშირებული განცხადებების უარყოფას ითხოვდა (ვიდეო)

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

როგორც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომ შექმნილიყო მათ შორის პოზიტიური განწყობა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა.

რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოწერია.

მიზეზი კი სავარაუდოდ, სწორედ ის ყალბი ინტერვიუა, რომელიც "იმედის" ეთერში წინასაარჩევნოდ უნდა გასულიყო და არ გავიდა.

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ქვეყანაში არაფერია - ლევან გოგიჩაიშვილი

20 თებერვალი, 2020 , 12:05

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია " დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევა

ირაკლი სესიაშვილი გიორგი მარგველაშვილზე: პირადად ჩემთვის მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი აქ დასრულდა

19 თებერვალი, 2020 , 16:55

''გიორგი მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, რომ მზად არის, სააკაშვილს დემოკრატაიაზე ელაპარაკოს’’, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა

მარგველაშვილი აბსოლუტურად გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით, განცხადებებით - გია ვოლსკი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გეგმას გამოეხმაურა. ვოლსკის შეფასებით, მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა. "არ ვიცი გიორგი მარგველაშვილს რა გ

„გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო, იგეგმება „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრა - გია ვოლსკი

19 თებერვალი, 2020 , 13:00

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, გარკვეული ტიპის შეხვედრა პარტია „გირჩთან“ უკვე შედგა და ასევე, იგეგმება პარტია „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაც. ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პ

პარლამენტში სიცრუის დეტექტორი რომ იყოს გაკეთებული, ალბათ, აფეთქდებოდა - რომან გოცირიძე

18 თებერვალი, 2020 , 16:50

ამ სიცრუის მოსმენის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სიცრუის დეტექტორიც კი ვერ გაუძლებდა და აქ ამ სიცრუის ფონზე აფეთქდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხა

ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება - გიორგი გახარია

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`