უახლესი ამბები
- 19.01.2021 17:19თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
არქივი
საზოგადოება


„ზაზა ოქუაშვილმა საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს პიროვნულ კეთილდღეობას არჩია ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის „
“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა, რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.
ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.
9 სექტემბერს „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა კომპანია „ომეგა ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია „იბერიის“ ბაზაზე დაიწყო.
ბიზნესმენმა, ტელეკომპანია “იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ახალ ტელეკომპანიას უანგაროდ დაუთმო „რუსთავი2“-ზე მაღალი ხარისხის თანამედროვე სატელევიზიო ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და საშუალება მისცა 19 დღეში დაეწყო „მთავარ არხს“ მაუწყებლობა. ეს მაშინ, როცა „რუსთავი 2“ -მა დღემდე ვერ შეძლო საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემებით ეთერში გასვლა.
„ზაზა ოქუაშვილის გარეშე ეს ნამდვილად არ გამოვიდოდა. ეს არის სამოქალაქო გმირობა. ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. არის უკომფორტულესი პარტნიორი. დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი თავისი გამბედაობით, თავისი თანმიმდევრულობით, ხელშეწყობით საქართველოს დემოკრატიისადმი, არის ჩემთვის აღტაცების ღირსი. მე, მგონია, რომ ზაზა ოქუაშვილი თავისი ნებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული დემოკრატიის განვითარებაში,“ - ამბობს“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური „მთავარი არხის“ მაუწყებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის წვლილს აფასებს.
„დიდი მადლობა ზაზა ოქუაშვილს. ადვილი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა და ივანიშვილის ჯოჯოხეთური მანქანის წინააღმდეგ დადგომა.
მან ეს გააკეთა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს პიროვნულ კეთილდღეობას არჩია ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის.
მან მისცა ტელევიზია მებრძოლ საქართველოს და ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის პატრიოტები არ დაუვიწყებენ ჩვენი სამშობლოს ერთგულებას გადამწყვეტ ჟამს,”- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
„არ დაგვავიწყდეს ამ კაცისთვის ზაზა ოქუაშვილისთვის მადლობის თქმა,რომ ქვეყანაში გადარჩა თავისუფლების მთავარი პლათფორმა მთავარი არხის სახით.
ძალიან დიდი გამბედაობა და გარისკვა უნდა ივანიშვილის საქართველოში, გაბედო ის რაც გაბედა და გარისკო ის რაც გარისკა ოქუაშვილმა. მადლობა მას“,- წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.
ზაზა ოქუაშვილის თანადგომას ახალი არხის მიმართ საზოგადოების მადლიერბა მოჰყვა.

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45