უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 აპრილი, 2017 22:00
font-size

ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

„მიდიოდა სახელმწიფოს მართვა კრიმინალური ხერხებითა და მეთოდებით,“ - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამაჟამად აჭარის უმაღესი საბჭოს დეპუტატმა, ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, ოქუაშვილმა 2014 წლის 19 თებერვლის მოვლენებზეც ისაუბრა, როცა „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზაზა ოქუაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ანხორციელებდნენ და სთხოვდნენ, რომ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წილები დაეთმო.

ამასთანავე ოქუაშვილმა განაცხადა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შუამავლის როლს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ასრულებდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც წილის გადაფორმებაზე უარი განაცხადა, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც „იბერიას“ ლიცენზიის დათმობაზე, ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, ვაჭრობა დაიწყო.

„ამხელა ტელევიზია გაჩერდა, რომელსაც 500 ჟურნალისტი ჰყავდა. ასევე, გაჩერდა ფირმა, რომელსაც ბიუჯეტში მილიარდნახევარი აქვს შეტანილი და ამის შესახებ სააკაშვილმა არაფერი იცოდა? კანონი ყველასთვის უზენაესი უნდა იყოს და კრიმინალზე პასუხი ნებისმიერმა თანამდებობის პირმა აგოს,“ - აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით კი, ზაზა ოქუაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, ლევან აღდგომელაშვილი ზურაბ ადეიშვილის დავალებით, მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ადეიშვილის მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე შეხვდა და კეტეგორიულად მოსთხოვა, რომ უპირობოდ დაეთმოთ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზია 11 თვის განმავლობაში გაჩერებული „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის ამუშავების ნების მიცემის სანაცვლოდ.

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 24 აპრილს, ზაზა ოქუაშვილის ჩვენების მიცემით განახლდება.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი