უკან
საზოგადოება
23 ნოემბერი, 2009 20:28
ზაზა ოქუაშვილს საპატრიარქოს სპეციალური ჯილდო გადაეცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „ ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ქველმოქმედებებისთვის საპატრიარქოს ჯილდო გადასცა.
ცნობილ ბიზნესმენს სპეციალური სიგელი საპატრიარქოს ძველი შენობის ადგენა რესტავრაციისთვის გადაეცა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
საქართველოს საპატრიარქოს ძველი შენობის აღდგენა-რესტავრაციაში შეტანილი წვლილისთვის ბატონი ზაზა ოქუაშვილი დაჯილდოვდეს საქართველოს საპატრიარქოს სიგელით.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ზაზა და მისი ოჯახი.
ილია მეორე,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
2009 წლის 23 ნოემბერი.“