უახლესი ამბები
- 21.02.2019 18:37ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა
- 21.02.2019 18:28„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა
- 21.02.2019 17:49ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარზე - „მე ვფიქრობ, ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი“
- 21.02.2019 17:27„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა
- 21.02.2019 17:20საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია - ბიძინა გეგიძე
- 21.02.2019 17:20განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 21.02.2019 17:05ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს - ლევან გოგიჩაიშვილი
- 21.02.2019 17:05დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი - გია ხუხაშვილი
- 21.02.2019 17:05გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს - რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ?
- 21.02.2019 17:05“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
არქივი
საზოგადოება


ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეიდან პერმანენტულ აქციებს იწყებენ
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან პერმანენტულ აქციების დაწყებას გეგმავენ.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე შვილმკვდარმა მამებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ მათ აქციებს შეუერთდნენ, ვინაიდან საზოგადოების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს აქციები ბრძოლის ბოლო ფაზაა.
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოწოდება გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მისამართითაც, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს და სურთ აღნიშნულ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენა.
„ეს აქციები დაიწყება ორშაბათიდან და არ დასრულდება მანამ, სანამ არ დაინგრევა სისტემა, ვინაიდან სისტემა კლავს. ამიტომ უნდა შემოგვიერთდეს საზოგადოება, რომ რომელიმე მათგანი არ გახდეს მსხვერპლი. სულში ჩაფურთხებაა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა მდინარაძის, ბესელიას და ოხანაშვილის მხრიდან“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ ვინაიდან ხელისუფლებამ სტრასბურგში მათი შეხვედრშა ჩაშალა, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა მიაწოდონ ის ინფორმაციები, რომელიც შვილმკვდარი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი აქციების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„მივმართავ საზოგადოებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩათ ნამუსი, დაგვიდგნენ გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ უსამართლობა. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა, ვინაიდან ეს არის გარდამტეხი ბრძოლა. ასევე, მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები, რომლებთან შეხვედრაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საზღვარგარეთ და რომელიც ჩაშალა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩამოვიდნენ საქართველოში და მათ ამაში ხელი არავინ შეუშალოს. ჩვენ მათ მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აჩენს დიდ კითხვის ნიშნებს. სისტემა უნდა დაინგრეს“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
პარლამენტის შენობასთან აქცია 10 სექტემბერს, 18.00 საათზეა ჩანიშნული.
საკვანძო სიტყვები:
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა
21 თებერვალი, 2019 , 17:27

“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
21 თებერვალი, 2019 , 17:05

არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ სიმართლის მტკიცებას – ბადრი ჯაფარიძე
21 თებერვალი, 2019 , 15:08

მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ
21 თებერვალი, 2019 , 14:51

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება
21 თებერვალი, 2019 , 14:49

ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია - მიხეილ ბატიაშვილი
21 თებერვალი, 2019 , 14:26