უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივნისი, 2018 16:05
font-size

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა მალხაზ მაჩალიკაშვილთან შესახვედრად პანკისის ხეობასი ჩავიდნენ

თბილისში, ხორავა ს ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და „სამართალდამცველთა რეფორმირების“ ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩავიდნენ. ისინი სუს-ის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან.

მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომ სამოქმედო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მხარეები დღესვე შეთანხმდებიან, რა ფორმით და რესურსით გააგრძელებენ მოქმედებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ ზაზასა და მალხაზის შვილების მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ ყველა იმათი შვილისთვისაც, ვინც ამ სისტემის მსხვერპლია. რაზე შევთანხმდებით, შემდეგ ვიტყვით“,- განაცხადა კუპრავამ.

მაჩალიკაშვილმა სარალიძესა და კუპრავას ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც მის შვილს ესროლეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის ბოლომდე ბრძოლას აპირებს, სანამ თემირლან მაჩალიკაშვილს უდანაშაულოდ არ ცნობენ.

„უნდა დავგეგმოთ, როგორი იქნება ჩვენი პოზიციები, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშუალოდ, სანამ გოგაშვილი და სპეცრაზმელი არ დაისჯებიან. ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილმა ასევე განმარტება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის საკითხზე.

„რაც შეეხება ტელეფონის ექსპერტიზას, ეს არის აგორებული ტყუილი, რადგან სუს-მა დაინახა, რომ მთელი საქართველო და ხეობა ჩვენს გვერდით არის და ათას სისულელეს იგონებენ. ძალა ჩვენს ხელშია, ხალხის ხელშია და ხალხს ჩემი სიმართლის სჯერა", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტვ იმედის „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი სატელეფონო ამონაწერია. როგორც „ქრონიკა“ იუწყება, ამონაწერიდან ირკვევა, რომ აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე, რამდენჯერმე დაურეკა თემირლან მაჩალიკაშვილს. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული

პროკურატურასთან ტელეკომპანია “იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

24 სექტემბერი, 2018 , 15:55

მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქცია გამართა. შეკრებილებმა ტელეკომპანია ,,იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეე

მიხეილ ბატიაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველ სვლას გააკეთებს

24 სექტემბერი, 2018 , 15:00

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყება, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. სიმბოლურად პირველ სვლას საჭადრაკო დაფაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი

ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელის ნუგზარ მაღლაკელიძის განცხადებით, ბავშვები კლინიკაში იმავე სიმპტომები

,,ძალა ერთობაშია“ პროკურატურასთან იბერია ტვ-ს მხარდამჭერ აქციას გამართავს

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქციას გამართავს. შეკრებილები ტელეკომპანია ,,იბერიას“ მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავარი საგამოძიებ

პროცესი შეჩერდა და არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას - ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

პროცესი შეჩერდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

თურქეთის ავიახაზები ზამთრის აქციას აცხადებს

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

თურქეთის ავიახაზები აცხადებს ზამთრის აქციას „ვინგო“ და მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ფასებს სტაბულის მიმართულებით. აქციის წესების თანახმად, ორმხრივი ბილეთის ფასი იწყება 359* ლარიდან და ფრენა შესაძლებელია თ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`