უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივლისი, 2018 14:10
font-size

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კუპრავას ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში მათ ცენტრში უკვე შესულია 25-ზე მეტი საქმე, რომლებიც მათმა იურისტებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს და თითოეულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ჩაგვრა და ძალადობა იკვეთება. მისივე თქმით, მათთან შესული განაცხადები ეხება მძიმე დანაშაულებებს, მკვლელობებს.

„31 ივლისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შევიტანთ აღნიშნულ საქმეებს, რათა ახალი პრემიერ-მინისტრი თავად გაეცნოს პრობლემის არსს და წინ აღუდგეს იმ ძალადობრივ სისტემას, რომელიც ამ ადამიანებს ჩაგრავს. ამ ადამიანებმაც უნდა იგრძნონ, რომ არიან სახელმწიფოს სრულფასოვანი წევრები, სრულფასოვანი მოქალაქეები“, - აღნიშნა კუპრავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და პროკურატურას ისინი გონივრულ ვადას მისცემენ, რათა აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიების წარმოება მოახერხონ, ხოლო პრემიერმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ამ საქმეების წარმოება.

კუპრავას აზრით, ამ საქმეების გამოსაძიებლად საჭიროა პოლიტიკური ნება.

თავის მხრივ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი.

„რა უსამართლობის წინაშე მე ვდგავარ, იმ უსამართლობის წინაშე დგანან ეს პირები. ფაქტია, საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი და ამ შერჩევითი სამართალის მსხვერპლი ვართ ჩვენ“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, თუკი ახალი პრემიერ-მინისტრი მათთან შეხვედრას მოისურვებს, აღნიშნული საქმეების გარდა, პირადად გააცნობს მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებსაც.

„თუ პრემიერი არ შეგვხდება, გამოვა, რომ იგი თავს არიდებს ამ საქმის გამოძიებას და არ უნდა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი მოისპოს“ , - განაცხადა სარალიძემ.

უნდა გაეცეს პასუხი, ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები - მამუკა მდინარაძე ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვაზე

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირა

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათ

ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება მიმდინარეობს, სიცრუეს უწო

მეორე ტურის წინ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 19 პირი წავიდა - მირდატ ქამადაძის აზრით, ამ ფორმით ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდ

ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობენ. "საერთაშორისო გამჭირ

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`