უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
არქივი
სამართალი


ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს გაეცნო
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს გაეცნენ.
როგორც საგამძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, მასალაში, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირად მიმოწერას ეხება, არ არის მკვლელობის დღის მიმოწერა.
„ჩანაწერებში ჩვენ არ დაგვხვდა უშუალოდ დანაშაულის დღის მიმოწერა. აღნიშნულია რომ შიგთავსი არის წაშლილი. შემდეგ უკვე არასრულწლოვნებს შორის საუბრები გრძელდება 3 დეკემბრიდან, თუმცა ის მასალა, რაც არის გადმოცემული, თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მიმოხილვა და განხილვა, ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის. უშუალოდ რაც ჩვენ გვაინტერესებს, რა საუბრები მიმდინარეობდა დანაშაულის დღეს და რა საუბრები უძღოდა დანაშაულს წინ არ არის. ამ ჩანაწერებს ახლავს განმარტებითი ბარათი, თუმცა არსად არის განმარტებული, რატომ არ არის წარმოდგენილი უშუალოდ პირველი დეკემბრიდან 3 დეკემბრამდე ჩანაწერები“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიმოწერის მასალაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ჩანაწერები არ არის.
„ეს არის არასრულწლოვნების მიმოწერა, რომლებიც არიან უკვე მსჯავრდებულები დანაშაულში. კალანდიას ჩანაწერები ვერ ვნახეთ. თუმცა გარკვეულ ეპიზოდებზე მისი გვარის ხსენება ჩვენ ვნახეთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გავამახვილებ ყურადღებას, თუმცა ვიტყვი, რომ ბავშვები ამახვილებდნენ მის მონაწილეობაზე ყურადღებას და ადასტურებდნენ, რომ მსჯავრდებულები დანაშაულის ადგილზე სწორედ მიხეილ კალანდიამ წაიყვანა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2 მარტი, 2021 , 14:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
2 მარტი, 2021 , 11:50

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
1 მარტი, 2021 , 17:15

გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
1 მარტი, 2021 , 15:55

შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
26 თებერვალი, 2021 , 17:15