უკან

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 14:05
font-size

ზაზა სარალიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში სარალიძესთან ერთად ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციტივით გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გამოძიების გაგრძელებასთან ერთად პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა.
მისი თქმით, იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მიადევნებს ამ საქმეს თვალს.

"ამ ძალიან ტრაგიკული საქმის შესახებ ინფორმირებული ვიყავით მედიის საშუალებით, მაგრამ სურვილი გვქონდა, რომ უშუალოდ შევხვედროდით დაზარალებულებს და მათ წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ყველა დეტალი და ყველა ინფორმაცია მათგან მოგვესმინა. ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა არაერთი კითხვის ნიშანი და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა. მართლმსაჯულების სისტემა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად არსებობს, რომლებიც საზოგადოებასა და დაზარალებულებში ჩნდება. იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ ჩვენ ამ საქმეს ძალიან აქტიურად მივადევნებთ თვალს, შევხვდებით ყველა ჩართულ მხარეს და მოვისმენთ ყველა მოსაზრებას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვალ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

თავის მხრივ, როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კითხვების შესახებ, რომელიც საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობს.

„ღრმა დეტალებში შევედით, ზუსტად იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემული მაქვს, თუმცა პროკურატურას არ სურს, რომ აღიაროს. იქიდან მხარდაჭერა გვაქვს,რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

სარალიძის თქმით, ის მზად არის პროკურატურის შეთავაზება მიიღოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება მის წარმომადგენლებთან ერთად მივიდეს შეხვედრაზე.

„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ. უკანონო ადვოკატიო, უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა. ჩემს მიერ წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მზად ვარ,“- აცხადებს სარალიძე.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი